როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომისიის წევრებმა უთხრეს, წუხელ მოსული ძლიერი წვიმის გამო სოფელ ჭერმის ხევი ადიდდა და მანქანები ადიდებულ მდინარეზე ვერ გადადვიდნენ, რის გამოც საარჩევნო უბნებამდე ვერ მიაღწიეს.
ჭერემში ვერ გამოცხადდნენ „ალიანსი-საქართველოსთვის“, „ქრისტიან-დემოკრატების“ „ლეიბორისტული პარტიის“ და „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენლები.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილის თქმით, ამ დროისთვის სოფელ ჭერემში ერთადერთი საარჩევნო უბანი გახსნილია.
ICK.GE